შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია ,,გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო გაღარიბებას ნიშნავს.

“დღევანდელი აქციის მიზანია ყველა იმ შეზღუდვის მოხსნა, რომელიც დაწესებული აქვს მთავრობას, ვითომ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით. აქციის ორგანიზატორები არიან სხვადასხვა ბიზნესასოციაციები, მე უბრალოდ, ის ადამიანი ვარ, რომელიც შეზღუდვების მოხსნას თვეების განმავლობაში ითხოვდა, თუ ეს შეზღუდვები არ მოიხსნება, ჩვენ კიდევ უფრო ჩავიძირებით სიღარიბის ჭაობში და იქიდან ამოხსნა არის ბევრად რთული. მათი სტატისტიკა არის რიცხვებით მანიპულირება და მეტი არაფერი. არსებობს უამრავი ქვეყანა, სადაც არასდროს არ დაკეტილია ბაღები და სკოლები, არ დაკეტილა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვენ ვართ შედარებით ღარიბი ქვეყანა და ჩვენთვის ნებისმიერი შეზღუდვა ნიშნავს კიდევ უფრო გაღარიბებას, ამიტომ, სიგიჟეა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ადამიანებს ვწირავთ შიმშილისთვის”, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები