დავით ჩიხელიძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპაციის დასასრულის დასაწყისი გახდება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპაციის დასასრულის დასაწყისი გახდება,”- ასე აფასებს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ, აგვისტოს ომის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ბევრმა სტრასბურგის გადაწყვეტილება სწორად ვერ ან არ გაიგო, აღნიშნული ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლებს შეეხებათ.

“სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება ისტორიული და ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ნათლად დავინახეთ, რომ სიმართლეს წინ ვერაფერი აღუდგება, მათ შორის ვერც იმპერიალისტური რუსული სახელმწიფო, რომელიც გუშინ მთელი მსოფლიოს თვალში გაშიშვლდა და ყველამ ნახა აგვისტოს ომის დროს, რუსეთის სახელმწიფოს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქმედებები, რომელიც ოკუპაციასთან ერთად, არაადამიანურ მოპყრობას და წამებას მოიცავს.

სამწუხაროდ, ბევრმა სტრასბურგის გადაწყვეტილება სწორად ვერ ან არ გაიგო, აღნიშნული ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლებს შეეხებათ, თემაზე საუბრისას, აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რას განიხილავდა სასამართლო, საქართველო რუსეთს ედავებოდა ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევას, (რომელთა დიდი ნაწილი ადამიანის უფლებების დარღვევას შეეხებოდა) ის თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი განხილვის საგანს არ წარმოადგენდა, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრის დროს საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ, ასეთი სენსიტიური თემით მანიპულირება ყოვლად დაუშვებელია.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებების როლს, მათი როლი განუზომელია, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, განსაკუთრებულ აღნიშვნას სამი უწყება იმსახურებს, საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური.

დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ მათი პროფესიონალიზმის და ერთობლივი ჰარმონიული თანამშრომლობის შედეგი გახლავთ. საქმეზე მტკიცებულებების დიდი ნაწილი 2013 წლის შემდეგ იქნა მოპოვებული, (საუბარია არა ათეულ, არამედ ასეულ მტკიცებულებაზე მაგ: ისკანდერის ფრაგმენტები და სხვა) რას ცვლის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსთვის? პირველ რიგში მოხდა რუსეთის ლუსტრაცია. აღიარება, რომ მათი ჩარევით და ხელშეწყობით განხორციელდა ქართველთა გენოციდი, საქართველოს ხელში აქვს სამართლებრივი მტკიცებულება იმისა, რასაც წლებია ამბობს, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში, სწორედ იურიდიული/სამართლებრივი მტკიცებულება შეიტანს გარდამტეხ როლს, საქართველოს მოლაპარაკებების პროცესში იქნება უფრო თამამი და მომთხოვნი, რადგან ის რასაც წლების განმავლობაში ვამბობდით უტყუარად დადასტურდა!

მადლობა სტრასბურგის სასამართლოს ობიექტურობისთვის და პირუთვნელი სიმართლის დამტკიცებისთვის, გუშინდელი გადაწყვეტილება, საქათველოს გამარჯვება არის, გამარჯვება, რომელიც უფრო დიდ გამარჯვებას შექმნის!”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები