თამარ გაბუნია: ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში – ყველა შემსუბუქება იქნება ეპიდემიოლოგიური სურათის პასუხად
“ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, რისკები, რომლებიც სარესტორნო ბიზნესთანაა დაკავშირებული, უფრო მაღალია, ვიდრე სხვა რისკები.
„ახლა ვართ გარკვეულწილად სტატისტიკურად პლატოს პერიოდში. ყველა შემსუბუქება იქნება ეპიდემიოლოგიური სურათის პასუხად. რისკები, რომლებიც სარესტორნო ბიზნესთანაა დაკავშირებული, უფრო მაღალია, ვიდრე სხვა რისკები.
ამდენად, გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება შედარებით მოგვიანებით ეტაპზე ამ შეზღუდვის მოხსნას, აიხსნება სწორედ თანმიმდევრულობის აუცილებლობით. პირველ ყოვლისა, ოპერირების საშუალება უნდა მიეცეს სკოლას, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რაც განსაკუთრებული ბაზისური საჭიროებაა საზოგადოებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.