თამარ გაბუნია: ქვეყანაში ამ დროისთვის 3 435 თავისუფალი საწოლია
“ქვეყანაში ამ დროისთვის 3 435 თავისუფალი საწოლია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ამ დროისთვის შედარებით შემსუბუქებულია.
„გამომდინარე იქედან, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში უმჯობესდება, ბუნებრივია, ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ამ დროისთვის შედარებით შემსუბუქებულია. გარკვეული საწოლების დემობილიზაციის შესახებ შეტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს გაუგზავნა და დაახლოებით 400-მდე საწოლი 1-ელი თებერვლიდან უკვე გამოეთიშება და დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას.
ქვეყანაში ამ დროისთვის 3 435 თავისუფალი საწოლია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.