მაია ცქიტიშვილი: სკოლების გახსნა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა 1-ელი მარტიდან იგეგმება
“სკოლების გახსნა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა 1-ელი მარტიდან იგეგმება”, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, 1-ელი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.