ბადრი ბიწაძე დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ გამოკითხა – “არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა საზღვარი”
სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
ბიწაძის თქმით, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საზღვარი არცერთი სანტიმეტრით არ გადმოწეულა.
“მე საზღვრის დაცვას ვხელმძღვანელობდი და დადგენილ საზღვარს. ჩვენი კომპეტენცია საზღვრის დადგენა არ არის. მე კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა არ მიმიღია. მე 2004 წლის მარტში როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, რა ტერიტორიაც ჩამბარდა, იქ არავითარი ცვლილება არ მომხდარა, არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა საზღვარი არც იქით, არც ჩვენკენ. ეს ყველა 2008 წლის ნოემბრამდე, შემდგომში ვერ მოგახსენებთ,” – განაცხადა ბიწაძემ.
დავით გარეჯის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ ბადრი ბიწაძე გამოკითხა. სავარაუდოდ, სწორედ სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს ახსენებს ამ საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი იმ ჩანაწერში, რომელიც დღეს პროკურატურამ გაავრცელა.