უკრაინაში, მოხუცთა თავშესაფარში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ხარკოვში მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ მოხუცთა ორსართულიან თავშესაფარში ხანძრის ჩაქრობას, რომელმაც უკვე 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს.

მომხდარის შედეგად 9 ადამიანია დაშავებული, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

აღინიშნება, რომ ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, ცეცხლის 100 კვ/მ ფართობს უკიდია.

ცეცხლის ქრობაში 28 მაშველი და ტექნიკის 7 ერთეულია ჩართული, ის კვალიფიცირებულია – როგორც საგანგებო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები