დავით ჭიჭინაძე: რიგით ადამიანებს ჩამოართვეს ის, რაც კონსტიტუციით ყველასთვის ბოძებულია
“მართლა აუტანელი გახდა ხალხისთვის იმ რეჟიმით ცხოვრება, როდის რა ხასიათზე გაიღვიძებს X პოლიტიკოსი!”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, რიგით ადამიანებს ჩამოართვეს ის, რაც კონსტიტუციით ყველასთვის ბოძებულია.
“ქართულმა ოცნებამ“ თებერვლამდე რომ გადადო შესვლა – არშესვლის ამბავი, აი, მაშინვე უნდა გავლებულიყო წითელი ხაზები მათთან, ვინც ოპოზიციიდან ეს თემა არ ჩახსნა.
რადგან მართლა აუტანელია გახდა ხალხისთვის იმ რეჟიმით ცხოვრება, როდის რა ხასიათზე გაიღვიძებს X პოლიტიკოსი!
და სანამ ბიძინა მართლა წავიდა-არწავიდაზე, ალეკო შევიდა-არშევიდაზე ვმკითხაობთ, ამასობაში ე.წ. პრივილეგირებულთა სახელმწიფოში შევედით და ეს ფაქტია!
რიგით ადამიანებს ჩამოართვეს ის, რაც კონსტიტუციით ყველასთვის ბოძებულია;
ვიღაცეების ახირების გამო, ტრანსპორტმა არ უნდა იმოძრაოს, სამსახურები უნდა დაიხუროს, ეკონომიკა უნდა დაიქცეს, უნდა გაგვამათხოვრონ;
სახელმწიფო „მოწყალების“ პროგრამით 28 თებერვლიდან კიდევ 6 თვე აპირებენ ფუ6ლის დარიგებას, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები გაურკვეველი ვადით გრძელდება;
ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმ მცირე ჯგუფს სიამოვნებს, ვინც ამ შეზღუდვების დროს სარგებლობს პრივილეგიებით, ხეირობს, ქონებას იასმაგებს და სახელმწიფოსთან, ქვეყანასთან არანაირი ბმა არ აქვს, სამაგიეროდ, საკუთარი მოსახლეობის დამსჯელად გადაიქცა”, – წერს ჭიჭინაძე.