მეუფე ნიკოლოზი: დავაცადოთ, მოვიდეს ვაქცინა და, იქნებ, გვიშველოს

“დავიცადოთ, სანამ გამოჩნდება ვაქცინა”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველომდე მოვა და დადგება საკითხი, გავიკეთოთ თუ არა, კითხვები ექიმებს უნდა დავუსვათ.

„დავიცადოთ, სანამ გამოჩნდება ვაქცინა. ფიზიკურად ვაქცინა ჯერ არ არის ჩვენამდე მოღწეული. რომ დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არ გავიკეთოთ, მაშინ დავსვათ ის კითხვები, რაც გვაინტერესებს. პირველ რიგში ექიმებს დავუსვათ ეს კითხვები. ვნახოთ, რას გვიპასუხებენ ექიმები. მერე გადავწყვიტოთ. წინასწარ ნუ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმაზე, რაც არ ვიცით. დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და, იქნებ, გვიშველოს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები