თამარ გაბუნია: კორონავირუსის შემთხვევების კლებასთან ერთად, საწოლფონდიც განტვირთულია – ამ დროისთვის 3000-მდე საწოლია თავისუფალი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების კლებასთან ერთად საწოლფონდიც განტვირთულია და ამ დროისთვის 3000-მდე საწოლია თავისუფალი.
მისივე თქმით, 3710 პაციენტი კოვიდდადასტურებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.
„შემთხვევების კლებასთან ერთად, საწოლფონდიც განტვირთულია და ამ დროისთვის 3000-მდე საწოლია თავისუფალი. 3710 პაციენტი კოვიდდადასტურებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. აქედან 798 არის ჟანგბადდამოკიდებული, 230 კი რეანიმაციაში იმყოფება. ასევე, შემცირდა პაციენტების რაოდენობა კოვიდ სასტუმროებშიც, ამ დროისთვის 634 პაციენტი მკურნალობს სასტუმროში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.