„ექსპო-ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა დაიწყოს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს
„ექსპო-ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა დაიწყოს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო ბანერების გაშლა დაიწყეს, ასევე ისინი ცდილობდნენ გზის გადაკეტვას.
ცნობისთვის, დღეს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართება და მას მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი დაესწრება.
ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას.
როგორც ცნობილია პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.