შეიძლება თუ არა, კოვიდგადატანილი ვირუსის გამავრცელებელი აღმოჩნდეს – ბიძინა კულუმბეგოვის კომენტარი

დღეს ბრიტანეთის მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა ხელისფლების მიმართვა, რომელიც ბრიტანეთის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მათ, ვინც „კოვიდ-19“ გადაიტანეს, მართალია გამოუმუშავდათ იმუნიტეტი, მაგრამ შესაძლოა, ვირუსის გადამტანები მაინც იყვნენ.
„კვლევებით დგინდება, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანებს გარკვეული იმუნიტეტი ხუთი თვის განმავლობაში გამოუმუშავდებათ, თუმცა ისინი შესაძლოა, მანც იყვნენ ვირუსის მატარებლები და ინფექციას ავრცელებდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინგლისელი მეცნიერების მტკიცებით, სავარაუდოდ, იმუნიტეტს ადამიანი ხუთი თვით ინარჩუნებს. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები აცადებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები ვირუსის გადამტანებად მას შემდეგაც რჩებიან, რაც „კოვიდ-19“-ს ერთხელ დაამარცხებენ. ამის გამო სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დარჩნენ სახლში და მისდიონ ექიმების რეკომენდაციებსა და წესებს.
ინგლისელი მედიკოსების უკანასკნელ კვლევასთან დაკავშირებით ,,კვირა“ ალერგოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ბიძინა კულუმბეგოვს დაუკავშირდა:

-ინგლისელი ექიმების განცხადების საფუძველზე ,,კოვიდ 19“ გადატანილი პაციენტები იმუნიტეტს მხოლოდ 5 თვე ინარჩუნებენ, საქართველოში გავრცელებლი ინფორმაციით კი კოვიდგადატანილ პაციენტებს იმუნიტეტი მინიმუმ 6-8 თვე უნარჩუნდებათ, რომელი ინფორმაცია უფრო სანდოა?

– ვინაიდან, მსოფლიო მედიცინა ამომწურავ პასუხებს ვერ სცემს ყველა კითხვას, რომელიც ,,კოვიდ 19“-ს უკავშირდება, სხვადასხვა ქვეყანაში მეცნიერები კვლევებს ატარებენ და მასზე დაყრდნობით გამოთქვამენ ვარაუდებს. ზოგიერთ ქვეყანაში ექიმები ამბობენ, რომ იმუნიტეტი მოლოდ 5 თვე ნარჩუნდება, ზოგან ასეთი პასუხი 6 თვეა, ზოგ ქვეყანაში 7-8 თვე და ასე შემდეგ. ზუსტი და ამომწურავი პასუხი ამ საკითხთან დაკაშირებით ჯერაც არ არსებობს. ყველაფერი თითოეული ადამიანის იმუნურ სისტემაზეა დამოკიებული.

– ინგლისელი მეცნიერების აზრით, კოვიდგადატანილი პაციენტები მაინც არ შეიძლება ჩაითვალონ უსაფრთხოდ, რადგან დიდია რისკი, რომ ისინი ვირუსმატარებლები იყვნენ და საფრთეს წარმოადგენდნენ სხვა მოქალაქეებისთვის?

-ასეთი რისკი, რასაკვირველია, არსებობს. ამიტომაც, ინფიცირებული ხარ, ინფექციაგადატანილი თუ საერთოდაც არ ყოფილხარ ავად, პირბადის ტარება ნებისმიერ შეთხევაში პრევენციის ერთადერთ ფორმად რჩება. შესაძლოა, პაციენტის იმუნური სისტემა ძალიან ძლიერი იყოს, ოჯახში ყველა ავად ჰყავდეს, მას კი ვირუსი არ დაემართოს, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ადამიანიც კი ვირუსმატარებელი არ იქნება.

– კოვიდგადატანილი პაციენტების ნაწილი აღარ აპირებს ვაქცინის მიღებას და აცხადებს, რომ მათ ისედაც აქვთ საკმაო იმუნიტეტი და ,,კოვიდ 19“ აღარ დაემართებათ. რას ურჩევდით ასეთ პაციენტებს?

– ვინც შედარებით იოლად გადაიტანა ,,კოვიდ 19“ და ჰქონდა ძლიერი იმუნური სისტემა, მას, რასაკიველია, უკვე აქვს სუსტი იმუნური პასუხი ვირუსზე. თუ ასეთი პაციენტი, ინფიცირებიდან 1 თვის თავზე გაიკეთებს ვაქცინას, მისი იმუნიტეტი გაძლიერდება და რამდენიმე წელიწადს მედეგი იქნება ყველა სახეობის ვირუსისადმი. ასე რომ, ვაქცინაცია აუცილებელია და მას ალტერნატივა არ გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები