„ქართული ოცნების” დეპუტატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს.
დავითულიანი ოპოზიციას პარლამენტის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
“პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში არ არსებობს, არსებობს პარტიული კრიზისი და ოპოზიციური კრიზისი, რაც არ არის ქვეყნისთვის კარგი, თუმცა, თუ დავუკვირდებით პრაგმატული თვალსაზრისით, ეს კრიზისი, პირველ ყოვლისა, აზიანებს ოპოზიციას. ამიტომ, ჯობია დროზე გონს მოეგონ, გადადგან ნაბიჯები, რომელიც წაადგება ქვეყანას და დემოკრატიის განვითარებას და შემოვიდნენ პარლამენტში.
სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიასაც და “გირჩსაც” პარლამენტში. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ეს მზაობა არაერთხელ განგვიცხადებია”, -განაცხადა ბექა დავითულიანმა.