აშშ-ის ისტორიაში პირველად: პრეზიდენტს მეორე იმპიჩმენტი გამოუცხადეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი უკვე მეორედ გამოუცხადა, რაც ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

გადაწყვეტილებას მხარი, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების გარდა, 10-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმაც დაუჭირა. ჯამურად, იმპიჩმენტს მხარი 232-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 197 კი წინააღმდეგი იყო.

ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიმუზე თავდასხმის წაქეზებაში ადანაშაულებენ, რომლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ტრამპის ქმედება კონსტიტუციის ფორმულირებას “მძიმე დანაშაულებები და ქმედებები” შეესაბამება.

პროცედურულად, ტრამპის ვადაზე ადრე თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის საჭიროა, რომ იმპიჩმენტს მხარი სენატმა დაუჭიროს. თუმცა, როგორც სენატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მიჩ მაკკონელმა განაცხადა, სენატორები ამას არ იზამენ.

ოფიციალურად, ტრამპი თანამდებობას 20 იანვარს ტოვებს, როდესაც არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები