ფრიდონ ინჯია: ქართველი ხალხი უცნაურები ვართ, ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო და წადი, წადის ეძახდნენ, ახლა წავიდა და რატომ მიდიხარ, არ უნდა წახვიდეო

“ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო და წადი, წადის ეძახდნენ, ახლა წავიდა და რატომ მიდიხარ, არ უნდა წახვიდეო”, – ამის შეასახებ პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული სოციალისტების” ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი ყველაფერს კარგად ხედავს და მიხვდა, რომ ახლა წასვლისთვის ყველაზე კარგი დრო იყო.
„ქართველი ხალხი უცნაურები ვართ, ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო და წადი, წადის ეძახდნენ, ახლა წავიდა და რატომ მიდიხარ, არ უნდა წახვიდეო.
არ მგონია, რომ ივანიშვილი იყოს საქართველოს მტერი. გამოცდილი კაცია, ხედავს ყველაფერს და გადაწყვიტა, რომ ახლა ყველაზე კარგი პერიოდია და არის იმის პოტენციალი, რომ ქვეყანამ განაგრძოს ცხოვრება,“ – თქვა ინჯიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები