ნუგზარ წიკლაური – პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლაზე: ღრმად ვარ დარწმუნებული, ყველანაირად შეეცდება, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების წამყვან რგოლებზე ჰქონდეს ზეგავლენა
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნუგზარ წიკლაური პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას აფასებს და მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე ყველანაირად შეეცდება, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების წამყვან რგოლებზე ზეგავლენა ჰქონდეს.
“მე მგონი, საქმე გვაქვს უბრალოდ მოდელის შეცვლასთან და ეს ადრეც გვინახავს, რამდენიმე წლის წინ, როდესაც მან თითქოს დატოვა პოლიტიკა, მაგრამ რეალურად ინარჩუნებდა ყველა ბერკეტს, პოლიტიკურ ცხოვრებას და მის გარეშე არ მიიღებოდა არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის, დანიშვნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. ახლაც ასეთი მოდელის ცვლილებასთან გვაქვს საქმე და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის ყველანაირად შეეცდება, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების წამყვან რგოლებზე, ჰქონდეს ზეგავლენა”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.