გიორგი გახარია: 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ.
მისივე თქმით, მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს, კომისია სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის.
“2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს, კომისია სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის”, – აღნიშნა პრემიერმა.