თამარ გაბუნია: ჯერჯერობით, ახალ შტამთან დაკავშირებით სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა, შანსი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს ასეთი მუტაცია, რა თქმა უნდა, არსებობს
“ჯერჯერობით, ახალ შტამთან დაკავშირებით სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა, შანსი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს ასეთი მუტაცია, რა თქმა უნდა, არსებობს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რაც ცნობილია, ისაა, რომ მისი გადაცემის მაჩვენებელი უფრო სწრაფია.
,,ჯერჯერობით, ახალ შტამთან დაკავშირებით სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა, შანსი იმისი, რომ ქვეყანაში იყოს ასეთი მუტაცია, რა თქმა უნდა, არსებობს და უნდა დაველოდოთ, რას გვეტყვის ამასთან დაკავშირებით ლაბორატორია.
მსოფლიოში, ერთადერთი, რაც გამოვლინდა, ვიცით, რომ უფრო სწრაფია მისი გადაცემის მაჩვენებელი, თუმცა, რამდენად ეს იწვევს უფრო სერიოზულ ავადობას, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მონაცემები არ არის. უნდა მივყვეთ ამ პროცესებს და ვნახოთ, როგორ განვითარდება და რას გვეტყვის მეცნიერება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა, უფრო საშიში არ არის.