ბექა ფერაძე: 28 ნოემბრიდან 28 დეკემბრის პერიოდში საქმიანობა შეუჩერდა 6 000-ზე მეტ ობიექტს და, ჯამურად, დაჯარიმებულია 36 ობიექტი

28 ნოემბრიდან 28 დეკემბრის პერიოდში აკრძალული საქმიანობის გამო საქმიანობა შეუჩერდა 6000-ზე მეტ ობიექტს და, ჯამურად, დაჯარიმებულია 36 ობიექტი:, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადი ვითარება საკმაოდ დადებითია.

„2020 წლის 28 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით 37 095 აქტივობა განხორციელდა, საიდანაც ზედამხედველობის შედეგად ცნობიერების ამაღლების კუთხით ჩატარდა 24337 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება. აკრძალული საქმიანობის გამო, საქმიანობა შეუჩერდა 6000-ზე მეტ ობიექტს და, ჯამურად, დაჯარიმებულია 36 ობიექტი.

ზოგადი ვითარება საკმაოდ დადებითია, შაბათ-კვირის განმავლობაში ობიექტები, რომლებსაც მიეცათ მუშაობის უფლება, იცავენ პროტოკოლის მოთხოვნებს. მოსახლეობის მხრიდანაც შეინიშნება დადებითი დინამიკა, თუმცა, არ მინდა, ეს იყოს მოდუნების საფუძველი“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები