ეთიოპიაში თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

ეთიოპიაში, სოფელ ბეკოჯიზე თავდასხმას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ CNN ეთიოპიაში ადამიანის უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ ბენიშანგულ-გუმუზის რეგიონში რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს.

ეთიოპია აფრიკის სიდიდით მეორე ქვეყანაა, რომელიც რეგულარულ თავდასხმებსა და ძალადობას ებრძვის მას შემდეგ, რაც 2018 წელს ქვეყნის პრემიერად აბი ახმედი დაინიშნა.

ამასთან, არჩევნებმა, რომელიც მომდევნო წელს ჩატარდება, კიდევ უფრო გაამწვავა დაპირისპირება მიწის, ძალაუფლებისა და რესურსების განაწილების სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები