“დავწვები შუა ასფალტზე, სანამ არ დამიბრუნებენ ჩემი შვილის კომპიუტერს” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დახურვას ახალგაზრდა პროგრამისტის ოჯახის წევრები და ახლობლები აპროტესტებენ.
თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა მთავარ პროკურატურასთან შვილის კომპიუტერის დაბრუნებაც მოითხოვა.
“ესე სრულიად მოულოდნელად, შუა პანდემიის დროს, მოახლოებული ახალი წლის პერიოდში, უცებ გადაწყვიტეს, რომ დაეხურათ საქმე. მაგის გასაპროტესტებლად მოვედი, პირველ ყოვლისა და მეორე იმაზე, რომ მოვითხოვე ჩემი შვილის კომპიუტერი. რადიკალური პროტესტი იქნება. შიმშილობა იქნება ეს თუ არ ვიცი… დავწვები შუა ასფალტზე, სანამ არ დამიბრუნებენ იმ კომპიუტერს. თუ არის ბანალური თვითმკვლელობა, დამიბრუნონ კომპიუტერი”, – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა. უწყების ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.