მიხეილ ჩხენკელი: კიდევ უფრო გაიზრდება ისეთი პროგრამებისა და კონკურსების რაოდენობა, რომლებიც ახალგაზრდა მეცნიერების წახალისებას მოემსახურება

სამინისტროს ინიციატივით კიდევ უფრო გაიზრდება ისეთი პროგრამებისა და კონკურსების რაოდენობა, რომლებიც ახალგაზრდა მეცნიერების წახალისებას მოემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდებს აქვთ და მომავალშიც ექნებათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ყველა ფართომასშტაბიან კონკურსში.

„ახალგაზრდა მეცნიერების წახალისების მიზნით ჩვენ,შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად, სპეციალურ საგრანტო კონკურსს რამდენიმე წელია ვახორციელებთ. სამინისტროს ინიციატივით კიდევ უფრო გაიზრდება ისეთი პროგრამებისა და კონკურსების რაოდენობა, რომლებიც ახალგაზრდა მეცნიერების წახალისებას მოემსახურება. აღნიშნულიშეეხება როგორც ფუნდამენტურ, ასევე, გამოყენებით კვლევებსყველა დარგში. ცხადია, ახალგაზრდებს აქვთ და მომავალშიც ექნებათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ყველა ფართომასშტაბიან კონკურსში,”- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული ენისა და ქართველოლოგიური კვლევების ხელშეწყობა სამინისტროსთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და შოთა რუსთაველის ეროვნულ ფონდში ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, როგორც ახალგაზრდების, ასევე, სახელოვანი მეცნიერების ჩართულობით, სწორედ ქართველოლოგიური კვლევები იქნება.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების საფეხურზე დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, რომელიც აკადემიური პროგრამების ხარისხის განვითარებასთან ერთად საუნივერსიტეტო სივრცეებში სამეცნიერო კვლევითი პროცესების განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები