მიხეილ ჩხენკელი: ადრონული თერაპიის ცენტრი სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ უაღრესად მნიშვნელოვანია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრის მნიშვნელობა და მისი მუშაობის პროცესი გააცნო.

„უნიკალურიადრონული თერაპიის ცენტრი მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას. ჩვენ გვექნება ორი ციკლოტრონი და აქედან ერთი მოხმარდება უმაღლეს განათლებას. ულტრათანამედროვე მეთოდი –პროტონული თერაპია – მდგომარეობს შემდეგში: ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, სადაც ხდება სიმსივნით დაზიანებული უჯრედების მკურნალობის პროცესი, იძლევა შესაძლებლობას ებრძოლოს დაზიანებულ უჯრედებს და უვნებელი დატოვოს ჯანსაღი. აქედან გამომდინარე, სიმსივნით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.

პროტონური თერაპიის განვითარების თვალსაზრისით არსებობს ახალი მეთოდებიც. ადრონული თერაპიის ცენტრში მეორე ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სამეცნიერო კვლევებსა და ახალი მეთოდების შემუშავებას. რაც მთავარია, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები უკვე მზად არიან დიდი ენთუზიაზმით ჩამოვიდნენ ქუთაისში და ქართველ მეცნიერებთან განახორციელონ კვლევები“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები