ილია მეორე გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რეჟისორ გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ბატონმა გოგი ქავთარაძემ თავისი საქმიანობით დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და კულტურული განვითარების საქმეში. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ამინ“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე 20 დეკემბერს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები