ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს, გია კიკაბიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
კიკაბიძის თქმით, მას განსაკუთრებული ჩივილები არ აღენიშნება.
“თავს ჩვეულებრივად ვგრძნობ, განსაკუთრებული ჩივილები არ მაქვს, მოვთავსდი ჩემთან კლინიკაში და ვმკურნალობ”,- აღნიშნა კიკაბიძემ.