მიხეილ ყაველაშვილი: ახალი მწვრთნელისა და ჩვენი ხედვები თანხვედრაში უნდა იყოს, რომ ჩვენ აქცენტი შემოქმედებით ფეხბურთზე გვაქვს
“ახალი მწვრთნელისა და ჩვენი ხედვები თანხვედრაში უნდა იყოს, რომ ჩვენ აქცენტი შემოქმედებით ფეხბურთზე გვაქვს”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმირ გუცაევთან ერთად“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა.
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელის აზრით, ახალ მწვრთნელს კონკრეტული მოთხოვნებიც უნდა ჰქონდეს.
„ჩვენი რესურსით ახლაც გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ახლახან დაკომპლექტებულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრები კონკურენტუნარიანი იყოს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი მთავარი მწვრთნელი სჭირდება საქართველოს ნაკრებს, ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს მასწავლებელი-მწვრთნელი.
რომ მოგვყავს, უნდა ვუთხრათ, რომ ასეთი და ასეთია ჩვენი ისტორია, ჩვენი ფეხბურთის, მისი სახე და სტილი, ჩვენი საფეხბურთო წარმატებები და გამოცდილება. რაც მთავარია, როგორი ფეხბურთია ჩვენთვის მისაღები. ახალი მწვრთნელისა და ჩვენი ხედვები თანხვედრაში უნდა იყოს, რომ ჩვენ აქცენტი შემოქმედებით ფეხბურთზე გვაქვს. ეს არის მოთხოვნა, ჩვენი ფილოსოფია და საკვანძო საკითხი. ეს ფილოსოფია ყველა ნაკრებსა და გუნდში უნდა დავნერგოთ და გვეცოდინება, რომ ესაა ჩვენი გასაღები“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.