თამარ ბაჩალიაშვილის დედა: ჩემთვის მოულოდნელი იყო პანდემიის პირობებში საქმის დახურვა – როგორც აწყობდათ, ისე გააკეთეს ყველაფერი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი გამოძიების შედეგებს არ ენდობა.

მისივე თქმით, შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით ოჯახი ადვოკატთან ერთად შეჯერდება.

“მიხეილთან ერთად შევჯერდებით და ისე გავაკეთებთ განცხადებას. მოულოდნელი იყო ჩემთვის პანდემიის პირობებში საქმის დახურვა, სპეციალურად შეარჩიეს ისეთი დრო, რომ ახალი წელი მოდის, პანდემიაა, ცოტა ძნელია პროტესტის გამოხატვა. როგორც აწყობდათ, ისე გააკეთეს ყველაფერი. ამ ხელისუფლების პირობებში, რა თქმა უნდა, არ გაირკვევა სიმართლე, მაგრამ მე მაინც არ შევწყვეტ ბრძოლას, ბოლომდე ვიბრძოლებ”, – განაცხადა თამაზაშვილმა.

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები