თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: სწრაფ ტემპში საქმის შეწყვეტა იწვევს განცდას, რომ ბაჩალიაშვილის საქმე არის დიდი პრობლემა და ცდილობენ, ამ საქმისგან გათავისუფლდნენ

“მათ იხელმძღვანელეს დაბალი სტანდარტით, იხელმძღვანელეს ექსპერტიზის დასკვნებით, სადაც ალბათობის ხარისხში არის კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული და არ სცადეს, უფრო მეტად გამოეკვლიათ ფაქტები”, – ასე გამოეხმაურა პროკურატურის მიერ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შეწყვეტას ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი.

უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ გამოძიება მკვლელობის ხაზით არ წარმართა.

“მათ დაიწყეს გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით და დაასრულეს კიდევაც ამ მუხლით, ვერ გამოკვეთეს ვერავის ბრალდება. საქმეზე არ იყო გამოძიება ჩატარებული როგორც ადამიანის მკვლელობა და, შესაბამისად, ამ მოცემულობით ვერც დაამტკიცებდნენ სხვა ვერაფერს, როგორც ჩანს. მათ იხელმძღვანელეს დაბალი სტანდარტით, იხელმძღვანელეს ექსპერტიზის დასკვნებით, სადაც ალბათობის ხარისხში არის კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული და არ სცადეს, უფრო მეტად გამოეკვლიათ ფაქტები. არ არის ჩვენს კითხვებზე გაცემული პასუხები. გუშინ შემაჯამებელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ქალბატონი თეონა გაეცნობოდა კონკრეტულ მასალებს, წარვადგენდით სხვა მტკიცებულებებს და დაუსვამდა მათ კითხვებს, რაზედაც აქამდე პასუხი არ ჰქონდა მიღებული. ამ სწრაფ ტემპში საქმის შეწყვეტა იწვევს იმ განცდას, რომ მათთვის თამარ ბაჩალიაშვილის საქმე არის დიდი პრობლემა და ცდილობენ ამ საქმისგან გათავისუფლდნენ”, – აცხადებს ეკა ქობესაშვილი.

პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე დახურა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები