რუსეთიდან შემოსული მავნე ორგანიზმით დაავადებული ხის მასალა ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოვიდა 74 კუბური მეტრი დახერხილი წიწვოვანი ხის მასალით დატვირთული ავტომობილი, – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, ეჭვის საფუძველზე აღებული ნიმუშები აღმოჩენილი იქნა საკარანტინო მავნე ორგანიზმი და მცენარეთა დაავადების გამომწვევი მისი გადამტანი მწერები.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა”, –  ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები