გიორგი გახარია: ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი გაზრდილია 65 პროცენტამდე, თუმცა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენი მიზანია 90-95 პროცენტი

საქართველოს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 65 პროცენტამდეა გაზრდილი.

გახარიას თქმით, ეს საკმარისი არ არის და აღნიშნული მაჩვენებელი 90-95 პრიცენტამდე უნდა ავიდეს.

„მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი მიღწევა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, როგორც ასევე გარდამავალი შედეგი, არის ის, რომ ქვეყანაში პირბადის ტარება გაზრდილია დაახლოებით 65 პროცენტამდე, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენი მიზანია 90, 95 პროცენტი. ეს ის მონაცემებია, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე ეკონომიკის უფრო თამამად გახსნა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, პირველ რიგში ჩვენს ხანდაზმულებზე, მოხუცებზე, ქრონიკული დაავადებების მატარებელ ჩვენს მოქალაქეებზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი მობილურობა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე, ან გავზარდოთ მაშინ, როდესაც ყველა რისკი გადაზღვეული გვექნება, გავაკეთოთ ეს უაღრესად გონივრულად. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ერთმანეთის, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ხანდაზმულების წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები