მოლდოვის პარლამენტმა რუსულ ენას “განსაკუთრებული სტატუსი” დაუბრუნა

მოლდოვის პარლამენტმა კანონპროექტს დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაციის დროს რუსული ენის გამოყენება დასაშვები გახდა.

კანონპროექტს მხარი პრორუსი ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის, იგორ დოდონის პარტიის წვერებმა, ასევე, პოპულისტური პარტიის “შორის” წარმომადგენლებმა, რომლებსაც ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობა აქვთ.

პროექტის მიხედვით, რუსულ ენას ეროვნებათაშორისი კომუნიკაციის სტატუსი დაუბრუნდა.

​აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ საბჭოთა დროინდელი კანონი მოძველებულად ცნო, რომლის მიხედვით რუსულ ენას ეროვნებათაშორისი კომუნიკაციის სტატუსი გააჩნდა.

გარდა ამისა, ქვეყნის პარლამენტმა მოლდოვაში რუსული ტელეარხების ტრანსლირების დაშვების პროექტს დაუჭირა მხარი.

ნოემბერში მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად პროევროპელმა მაია სანდუმ გაიმარჯვა.

მას შემდეგ, რაც 3 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანომ საუნდუს უფლებამოსილების შესუსტებას დაუჭირა ხარი, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქუჩაში გასული მოსახლეობა სანდუს ინაუგურაციის დაჩქარებას მოითხოვს, რომელიც 24 დეკემბერს ჩაინიშნა, რომ მოხდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები