არჩილ თალაკვაძემ კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს დიალოგის უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს დიალოგის უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„პარლამენტისა და თქვენი სახელით განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ქალბატონ დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰარცელს დიალოგის უწყვეტი მხარდაჭერისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ დიალოგი პოზიტიური შედეგით დასრულდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, მე-10 მოწვევის პარლამენტი უკვე შეუდგა საქმიანობას, მისაღები გვაქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელსაც საზოგადოება ელოდება, მოხარული ვარ, რომ კომიტეტები უკვე შეუდგნენ საქმიანობას და პირველი ინიციატივები სახეზეა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მეათე მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველი სხდომა გახსნა.