კარლ ჰარცელი: მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება და პასუხისმგებლობის აღება

“მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება და პასუხისმგებლობის აღება”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

კითხვაზე, დააზიანებს თუ არა ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა მოლაპარაკების პროცესს, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ამაზე შეფასებას ვერ გააკეთებს, თუმცა, ეს გადაწყვეტილებები ნიშნავს, რომ დრო სწრაფად გადის.

„რაც გუშინ ვთქვი, მას შემდეგ ბევრი რამ არ შეცვლილა. რაც გუშინ ვთქვი, დღესაც მართალია, რომ დრო მიდის მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით. ჩვენ შევდივართ პროცესში, რასაც მოჰყვება გარკვეული ლოგიკა, რაც იქნება ერთ კვირაში და მას შემდეგ. ეს ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ჩვენ თამაშის დასასრულისკენ მივდივართ. როგორც ვიცით, ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, გვაქვს საუბარი სხვადასხვა მხარესთან, რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა, საერთო საფუძველი მოვძებნოთ, რაც უზრუნველყოფს ფართომასშტაბიან შეთანხმებას საბოლოოდ, რისი იმედიც გვაქვს. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება და პასუხისმგებლობის აღება გადაწყვეტილებებზე, რაც სჭირდება „კოვიდსა“ და ნებისმიერ სხვა საკითხს, რაც ხდება. ასე რომ, ბევრი რამ არ შემიძლია, გითხრათ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ჩართულობას წინსვლის გზის მოსაძებნად.

ეს გადადგომები და უარი ნიშნავს, რომ დრო უფრო სწრაფად გადის, საჭიროა, ეს ყველამ გაითვალისწინოს“, – დასძინა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ გუშინ საუბარი დიალოგსა და შემდგომ ნაბიჯებს შეეხებოდა, ხოლო მომდევნო რაუნდის თარიღი უცნობია.

„დისკუსიის მთავარი თემა იყო დიალოგი და შემდეგი ნაბიჯები. მე ჯერ კიდევ არ ვიცი თარიღი, როდესაც საუბარია შესაძლო მეხუთე რაუნდზე“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები