თურქეთში 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე 24-საათიანი ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს

თურქეთში ახალი წლის პირველ დღეებში 24-საათიანი ე.წ.  კომენდანტის საათი იმოქმედებს.

ინფორმაციას Hurriyet Daily News -ი ავრცელებს.

აკრძალვა 31 დეკემბრიდან  4 იანვრის დილამდე იმოქმედებს.

თურქეთში ნოემბრის ბოლოდან ღამის საათებში ე.წ.  კომენდანტის საათია დაწესებული, უქმეებზე კი 24-საათიანი შეზღუდვაა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯიმ თქვა, აღნიშნულმა ზომამ ანკარაში ყოველდღიური მატება 40%-ით, ხოლო სტამბოლსა და იზმირში 30%-ით შეამცირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები