“ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს, თუმცა, არსებობს განსხვავება მოსაზრებასა და ფაქტს შორის, ფაქტი არის, რომ საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
როგორც დეგნანმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩო 30 წელია, ძალიან ბევრს მუშაობს, რათა დაეხმაროს საქართველოს, განავითაროს ჯანდაცვა, განავითაროს თავდაცვა და შექმნას სამუშაოები ქართველებისთვის.
„სხვა რა მტკიცებულების წარმოდგენა შეგვიძლია, რომ დაგანახოთ ჩვენი ზრუნვა. ეს არის სიმართლე, მიუხედავად იმისა, ვის ექნება ძალაუფლება აქ თუ თეთრ სახლში, ჩვენი ვალდებულება საქართველოს წარმატების მიმართ არ შეიცვლება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.