აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟს მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა
თბილისის მერიის მიერ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟის დაწყებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
მერიას ადგილზე სპეციალური ტექნიკაც ჰყავს მიყვანილი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების სახლებს ანგრევენ. კორნელი სანაძის ქუჩაზე ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებმა ამ დროისთვის რამდენიმე სახლი უკვე დაანგრიეს.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ფიზიკურად სხვა საცხოვრებელი მათ და მათ შვილებს არ გააჩნიათ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.