იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 15 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამი წლით დანიშნული 15 მოსამართლე უვადოდ განწესდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ღია კენჭისყრის შედეგები ასეთია:

“1. ივერი აბაშიძე – 14 ხმით;
2. იოსებ აბრამიძე – 15 ხმით;
3. დარინა აბულაძე – 14 ხმით;
4. თათია გოგოლაური- 14 ხმით;
5. თინა ვაშაყმაძე – 15 ხმით;
6. ნინო თარაშვილი – 15 ხმით;
7. იზა კელენჯერიძე – 15 ხმით;
8. მაია კვირიკაშვილი – 15 ხმით;
9. გოგა კუპრეიშვილი – 15 ხმით;
10. სოფიო ლეჟავა – 15 ხმით;
11. ლელა მილდენბერგერი – 15 ხმით;
12. ირმა ტოგონიძე – 14 ხმით;
13. ნათია ტოგონიძე – 15 ხმით;
14. ნინო ჩახნაშვილი -14 ხმით;
15. ხათუნა ჯინორია – 15 ხმით”.

აღნიშნული მოსამართლეები თანამდებობაზე სამწლიანი ვადით 2018 წლის იანვარს განწესდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები