საბაჟო გამშვებ პუნქტ “სარფში” 174 923 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

კერძოდ, რისკის შეფასებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განესაზვრა.

აღნიშნული ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 174 923 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელის (საერთო წონით 3 224 კილოგრამი) შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები