მეუფე ნიკოლოზი: შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, რეგულაციების უგულებელყოფა უკულტურობაა

“ყველას მოვუწოდებ, აუცილებლად დავიცვათ რეგულაციები. მთავარია, რომ ამ რეგულაციების გამო საკუთარი სახე არ დავკარგოთ”,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, რეგულაციების უგულებელყოფა უკულტურობაა.

„ყველას მოვუწოდებ, აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები. მთავარია, რომ ამ რეგულაციების გამო საკუთარი სახე არ დავკარგოთ. რეგულაციების გამო, რომ აღდგომის წირვა არ აღვასრულოთ, ეს არ არის სწორი. აღდგომის წირვა უნდა ჩატარდეს, ზიარებითაც უნდა ვეზიაროთ, ერთი კოვზიდან, ერთი ბარძიმიდან და დანარჩენი, როგორც ღვთის ნება იქნება.

როდესაც გარშემო ყველა ადამიანი პირბადით დადის, როდესაც ადამიანებს ეშინიათ, რა ქნან?! ჩვენც გვეშინია, არ გვინდა, რომ დაგვემართოს. ასეთ დროს, როდესაც რეგულაციებს არ იცავ, მგონი, ეს უბრალოდ უკულტურობაა. თუ კორონავირუსი სასჯელია, მინდა გითხრათ, ჩვენი ცოდვების გამო, იოლად გამოვსულვართ, რადგან ეს არ არის საკმარისი სასჯელი, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ, მაგრამ ღმერთია მოწყალე და ასე ღმერთი ადამიანებს არ სჯის. ღმერთის სასჯელი ასეთი ფორმით არ აღესრულება, რომ შენ ახლა რაღაცას დააშავებ და მერე ავად გახდები. ეს ასე არ არის, სხვაგვარად არის, მაგრამ ასე უცებ ვერ განგიმარტავთ“, -აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები