შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ცნობისთვის, ბადრი ესებუამ 21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმა განახორციელა.

ფოტო: მთავარი TV