სოზარ სუბარი: მათი მიზანი იყო, ან რევოლუციის გზით გაემარჯვათ ან არჩევნებზე მოეგოთ, არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს, გაიბუტნენ საკუთარ თავზე და დარჩებიან ქუჩაში

„ცუდი შეგრძნებაა, როდესაც ხედავ, ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, პოლიტიკური ძალები, რომელთა ერთადერთი მიზანია, ქვეყანაში არ იყოს სტაბილურობა, მაგრამ ეგ არაფერი არ არის, გადაივლის და მალე აღმოაჩენენ თვითონაც, რომ თავიანთი პოლიტიკური მომავლისთვის ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, ოპოზიციაში შქმნილი ვითარება შეიძლება, ქვეყნისთვის უკეთესიც იყოს.

„რაც დღეს ოპოზიციურ სპექტრში ხდება, შეიძლება, ქვეყნისთვის უკეთესიც იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მათ რიგებშიც არიან, რომლებიც საღ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

რაც უფრო მეტი ადამიანი არ დაემორჩილება იმ პოლიტიკოსების ბულინგს, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, ბოკერიას, ბურჯანაძეს და ა.შ, მით უკეთესი, აღარაფერს ვამბობ იმ ადამიანზე, რომელიც ქვეყნის გარედან კონკრეტულ პოლიტიკოსებს აბულინგებს.

პარლამენტი არის ფუნქციური. აღნიშნულ პოლიტიკურ პროცესებსა და კრიზისის შექმნაში პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკოსებს ეკისრებათ, რომლებსაც გათვლა ჰქონდათ ერთადერთ რამეზე – ან რევოლუციის გზით გაემარჯვათ ან არჩევნებზე მოეგოთ, მაგრამ როგორც კი არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს, გაიბუტნენ საკუთარ თავზე და დარჩებიან ქუჩაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები