ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ ღია ბანკინგის სტანდარტის დანერგვის ჩარჩო შეიმუშავეს

ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ ღია ბანკინგის სტანდარტის დანერგვის ჩარჩო შეიმუშავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვატორული მიდგომების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ ღია ბანკინგის საერთო სტანდარტების შექმნაზე ერთობლივი მუშაობა 2020 წლის პირველ ნახევარში დაიწყეს.

ეროვნული ბანკი ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. არაერთი პროექტი წარმატებით განხორციელდა კიდეც, მათ შორის, აღსანიშნავია ფინანსური ინოვაციების ოფისისა და რეგულირების ლაბორატორიის შექმნა. სწორედ ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვატორული მიდგომების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ 2020 წლის პირველ ნახევარში ღია ბანკინგის საერთო სტანდარტების შექმნაზე ერთობლივი მუშაობა დაიწყეს. ღია ბანკინგის განვითარებისთვის საერთო სტანდარტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო სტანდარტის დანერგვა დაინტერესებულ მხარეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ინტეგრაციას, რაც ფინანსურ ორგანიზაციებსა ან/და ფინტექებს დაეხმარება მომხმარებელს შესთავაზონ მრავალფეროვანი პროდუქტი, შეამცირონ არსებული პროდუქტის ღირებულება ან/და გაზარდონ მომხმარებელთა ცნობიერება

საწყის ეტაპზე, ღია ბანკინგის პირველი ვერსია მხოლოდ ბანკების მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ პირადი ინფორმაცია სასურველი ბანკის ციფრულ არხებში გახადონ ხელმისაწვდომი. სერვისი მხოლოდ ფიზიკური პირებისა და ინდივიდური მეწარმეებისთვისაა გათვალისწინებული. კომერციული ბანკების მომხმარებლები ამ მომსახურებით 2021 წლის 31 მარტიდან ისარგებლებენ. შემდეგ ეტაპზე არასაბანკო ინსტიტუტების ჩართვა და ფუნქციების გაფართოება, მათ შორის, გადახდების ინიცირებაც იქნება შესაძლებელი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები