ომბუდსმენი: კოვიდპაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, მოსახლეობისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება სულ უფრო რთულდება 

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს სახალხო დამცველი მიმდინარე წელს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას აფასებს.

სახალხო დამცველის განმარტებით, კოვიდპაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, მოსახლეობისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება სულ უფრო რთულდება.

“2020 წელს საქართველოშიც, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, მთავარი გამოწვევა კოვიდ-19 და მის შედეგებთან გამკლავება იყო. კოვიდპაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება. პერიოდულად, მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რა დროსაც ოჯახის წევრები მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, რამაც პაციენტების გარდაცვალება გამოიწვია. მსგავსი ფაქტები ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებათა ეფექტიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვებს აჩენს. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მსგავსი შემთხვევების შესწავლის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები