Facebook Messenger-ი შეფერხებულად ფუნქციონირებს – მომხმარებელთა უმეტესობა შეტყობინებებს ვერ იღებს
Facebook Messenger-ი გლობალურად შეფერხებულად ფუნქციონირებს.
ვებგვერდ Downdetector-ის ინფორმაციით, მომხმარებელთა უმეტესობა (53%) შეტყობინებებს ვერ იღებს, სერვერთან წვდომა უჭირს მომხმარებელთა 31%-ს, 15%-კი აპლიკაციაში ავტორიზაციას ვერ ახერხებს.
ერთ საათზე მეტია, არ იგზავნება შეტყობინებები და არ ჩანს მიმოწერები. მომხმარებლების თქმით, შეფერხებაა სხვა სოციალურ ქსელებშიც, მათ შორის, ,,ინსტაგრამზეც”. შეფერხება, ძირითადად, მიმოწერის ნაწილში ფიქსირდება.