,,ოპოზიციასა და ,,ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი, სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგი კაპანაძემ ,,კვირას” განუცხადა.
,,შეხვედრა, სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება. ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია, თუ ,,ქართული ოცნება” ამაზე წამოვა, შეთანხმება შედგება, თუ არა, ვერ შედგება და მოლაპარაკებები გაგრძელდება. ჩვენი მოთხოვნები არჩევნებთან დაკავშირებით ძალაში რჩება და ესაა მოლაპარაკებების მთავარი საგანი”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.