მაია ბუწაშვილი: მეხუთე, მეშვიდე, მერვე დღესაც სრულიად მსუბუქ პაციენტებშიც შეიძლება, დაიწყოს გართულება, ამიტომ, სიფრთხილე ყველას მართებს

“მეხუთე, მეშვიდე, მერვე დღესაც სრულიად მსუბუქ პაციენტებშიც შეიძლება, დაიწყოს გართულება, ამიტომ, სიფხიზლე, ყურადღება ყოველთვის უნდა იყოს კოვიდდადასტურებულ პაციენტებში”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, მარი მალაზონიას გადაცემაში „პირადი ექიმი – კოვიდ-19 საგანგებო“ განაცხადა.

ინფექციონისტის თქმით, სიფრთხილე ყველას მართებს, მსუბუქ პაციენტებსაც.

„ოჯახის წევრებს შორის იმათ, ვინც უფრო მაღალი ასაკის არის და თანხმლები დაავადება აქვთ, გართულებები უფრო ხშირად აქვთ, ეს უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ თუნდაც ერთნაირი ჯანმრთელობისა და ასაკის მქონე ორ ადამიანში შეიძლება, ერთგან სრულიად მშვიდობიანად წარიმართოს და მეორეგან უცებ დაიწყოს გაუთვალისწინებელი და რაღაცნაირი გაუგებარი გართულებები. ამიტომ, სიფრთხილე ყველას მართებს, მსუბუქ პაციენტებსაც.

თავიდან, როდესაც არ აქვთ სიმპტომები, შემდეგ ფიქრობენ, რომ უკვე გადავლილია, უნდა ახსოვდეთ, რომ მეხუთე, მეშვიდე, მერვე დღესაც სრულიად მსუბუქ პაციენტებშიც შეიძლება, დაიწყოს გართულება, ამიტომ, სიფხიზლე, ყურადღება, ოღონდ არა – პანიკური შიში ყოველთვის უნდა იყოს კოვიდდადასტურებულ პაციენტებში“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები