მებაჟე ოფიცრებმა 8 640 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, რისკის შეფასებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 8 640 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონლის (საერთო წონით 615 კილოგრამი) შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 8640 ლარი შეეფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები