მესაზღვრე-კონტროლიორებისთვის მგზავრთა შემოწმების საკითხებზე ტრენერთა მომზადების 2-დღიანი სწავლება გაიმართა

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, კერძოდ, მესაზღვრე-კონტროლიორებისთვის მგზავრთა შემოწმების საკითხებზე ტრენერთა მომზადების 2-დღიანი სწავლება გაიმართა”, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საერთაშორიო ურთიერთობების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ – ნინო გახარიამ გახსნა.

“აღნიშნული სწავლება განხორციელდა პროექტი ENIGMMA 2-ის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მხარდაჭერით, ევროკავშირის დაფინანსებითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ორგანიზებით.

ტრენინგის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მგზავრთა ტექნიკური და ტაქტიკური პროფილირება; ევროკავშირის/შენგენის ზონაში მიმავალი საქართველოს მოქალაქეების შემოწმების წესი; ყალბი დოკუმენტის აღმოჩენა და სხვ.

სწავლების მიზანი იყო ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობა “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების, რომლებიც ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზოდ მოგზაურობის წესებს ეხება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები