კახა კალაძე: ყველა პროდუქტი, რომელსაც ბაღის აღსაზრდელების მშობლებს სახლში ატანენ, შემოწმებულია, არის უპრობლემო და ვარგისიანი
“ყველა პროდუქტი, რომელსაც ბაღის აღსაზრდელების მშობლებს სახლში ატანენ, შემოწმებულია, ეს პროდუქტები არის უპრობლემო და ვარგისიანი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე ბევრი შემთხვევა ფიქსირდებოდა, როცა მიზანმიმართულად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს, პროდუქტები იყო ვადაგასული.
„დავაზუსტებ, მშობლებმა არა, უფრო ხაბეიშვილმა გამოთქვა უკმაყოფილება და ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ხაბეიშვილის პროექტია. რაც შეეხება პროდუქტებს, ბაღიდან პროდუქტების გატანის დროს ხდება ვიდეოგადაღება, ყველა პროდუქტის შემოწმება და მშობლების ხელმოწერები, რომ ეს პროდუქტები არის უპრობლემო და ვარგისიანი.
როდესაც ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, ძალიან ბევრი შემთხვევა გვახსოვს, მიზანმიმართული დეზინფორმაცია, სიცრუე ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ პროდუქტები იყო ძველი, ვადაგასული, ასე შემდეგ. შესაბამისად, ყველაფრისგან დაზღვეული რომ ვიყოთ, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ვიდეოგადაღებები და მშიბლების ხელმოწერები“, – განაცხადა კალაძემ.