ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცებსა“ და „ევრონაცებს“ უსასტიკესი წნეხის ქვეშ ჰყავთ მცირე ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლისკენ იხრებიან

„გამოჟონა ინფორმაციამ, რომ „ნაცებსა“ და „ევრონაცებს“ უსასტიკესი წნეხის ქვეშ ჰყავთ ის მცირე ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს და პარლამენტში შესვლისკენ იხრებიან. ემუქრებიან, რომ დაუხშობენ საინფორმაციო სივრცეს „ნაცტელევიზიებში,“ მოუწყობენ არნახულ ბულინგს სოცქსელებში და პარტიული ტელეარხებით (შემსრულებლები ბლომად ჰყავთ)… მოკლედ, სასტიკად დასჯიან” , – ამის შესახებ ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში მათ მოუწევთ, ამომრჩეველს დაანახონ, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაციები არიან და არა – სააკაშვილის დაკრულზე მოცეკვავე „პარტიუკები“.

„ოპოზიციური ერთობიდან“ ინფორმაცია უკვე ისე ჟონავს, როგორც – საცერიდან წყალი. ჯერ იყო და, ხელისუფლებასთან წარსადგენმა მათმა გეგმამ გაჟონა მესამე რაუნდამდე ერთი დღით ადრე და სამართლიანად გახდა ქილიკის ობიექტი, იმდენად იყო აცდენილი საღ აზრს. გამოჟონა ასევე ინფორმაციამ, რომ „ნაცებსა“ და „ევრონაცებს“ უსასტიკესი წნეხის ქვეშ ჰყავთ ის მცირე ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ბარიერი გადალახეს და პარლამენტში შესვლისკენ იხრებიან. ემუქრებიან იმით, რომ დაუხშობენ საინფორმაციო სივრცეს „ნაცტელევიზიებში,“ მოუწყობენ არნახულ ბულინგს სოცქსელებში და პარტიული ტელეარხებით (შემსრულებლები ბლომად ჰყავთ)… მოკლედ, სასტიკად დასჯიან.

როგორც ჩანს, ეს პარტიები იმდენად არიან დაშინებულ-დაშანტაჟებულნი, რომ იძულებული არიან, “ნაცების” მიერ თავსმოხვეულ თამაშის წესებს დაემორჩილონ. ამიტომაც არის, რომ ტელეკამერების წინ აკეთებენ ორაზროვან კომენტარებს და უკან დასახევ გზას მაინც იტოვებენ. უახლოეს დღეებში მათ მოუწევთ, უპირველესად მათსავე ამომრჩეველს დაანახონ, რომ თვითკმარი და დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაციები არიან და არა – სააკაშვილის დაკრულზე მოცეკვავე „პარტიუკები.“ დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგანაც რაც უფრო მეტად აღიქმებიან „ნაცების“ სატელიტებად, მით უფრო დიდი ექნებათ ელექტორალური დანაკარგი”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები